დღეს 21 ივნისს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტეროტორიაზე „თბილისის ზღვის პლაზა" იხსნება. კომპანია „Hualing Group"-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი თინათინ შიშინაშვილი აცხადებს, რომ პროექტი რომელსაც კომპანია ახორციელებს, საქართველოში ინვესტიციების შემოტანას შეუწყობს ხელს.
მისი განცხადებით, გახსნას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი ჩინეთში და ასევე სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესმენები დაესწრებიან.
შიშინაშვილის თქმით, კომპანია „Hualing Group" საინვესტიციო კორპორაციაა, რომელიც ვაზისუბნისა და ვარკეთილის მიმდიბარედ ახალ დეველოპერულ პროექტს ავითარებს.
„პროექტის პირველი ეტაპი ოლიმპიურ სოფელს და სავაჭრო ცენტრს მოიცავს. ოლიმპიური სოფელი თბილისი 2015-ის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ჩვენი ვალდებულებაა ოლიმპიური სოფელი დავასრულოთ, რომელიც შემგდომში დროებით მერიას გადაეცემა. ასევე უნდა დასრულდეს სავაჭრო ცენტრის „თბილისის ზღვის პლაზა" მშენებლობა, რომელიც ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს. სავაჭრო ცენტრის მთლიანი მოცილობა 300 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მაგრამ ამ ეტაპისთვის დასრულებულია პირვლი ნაწილი, ანუ 12 პავილიონი. ხვალ 12 პავილიონის გახსნა და საექსპორტო საქონლის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება თურქული, ჩინური, ცენტრალური აზიის და სხვა ქვეყნების ნაწარმი, ეს იქნება საბითუმო და საცალო ვაჭრობის ცენტრი. გამოფენაზე მონაწილეობასმიიღებენ ადგილობრივი და უცხოური ბრენდები: ქრონოგრაფის საათები და საიუველირო ნაწარმი, სვაროვსკი, ვილეროი & ბოხი, რონიკო, ართთაიმი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სალამანდრა, სარაჯიშვილი, ბარამბო და ღვინის ბრენდები.დღეისათვის, ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებს შორის, „ჰუალინგ ჯგუფის" მიერ ჩადებულია ყველაზე მეტი ინვესტიცია, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს შიშინაშვილი.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი საქართველოში ინვესტიციების შემოტანას შეუწყობს ხელს.
ცენტრი გათვლილია ამიერკავკასიაში რეგიონალური მნიშვნელობის გახდეს. ცენტრის მიმდებარედ მოეწყობა ინფრასტრუქტურა რეექსპორტისათვის - საბაჟო საწყობი, რაც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაინტერესებულ პირებს მოიზიდავს.
ადგილზე წარმოდგენილი იქნება თვითან მწარმოებლის მიერ ჩამოტანილი ნაწარმი, ფასები ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი იქნება.