იაპონიაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ბიურო ამოქმედდა. ცენტრის გახსნა რამდენიმე თვის წინ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და იაპონურ კომპანია NATURE PLUS -სთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა. კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი სატოში აბარა დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ მიიღო. საქართველოს ტურიზმის საინფორმაციო ბიურო იაპონიაში სატოში აბარას დაფინანსებით ამოქმედდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტოკიოში საინფორმაციო ბიურო საპრომოციო მასალებით უკვე მოამარაგა. საქართველოში იაპონელი ვიზიტორების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით იაპონელი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა.