25 ივნისს, 12:30 საათზე, თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში (მის: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N 1) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამართავს ღია კარის დღეს, სადაც იწვევს დაინტერესებულ მეწარმეებს ახალი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი ისაუბრებს პროგრამის მიმართულებებზე და იმ პირობებზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე პროგრამის მონაწილე კომერციული ბანკების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.
ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მეწარმეს, რომლებმაც რეგისტრაციისთვის წინასწარ უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: 2 99 10 44 ან მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.