რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის მთლიანად ჩაკეტვის შესახებ საუბარი ნაადრევია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩეპოვოიმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მთელს საზღვარს ჩვენი ჯარი რომ აკონტროლებდეს ამ ახალ ამბავს პირველ რიგში გამოვაცხადებდით და ეს მართლაც იქნებოდა გამარჯვების ეტაპი და მკაფიო გეგმაზე გადასვლის ეტაპი, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა გამოაცხადა. მაგრამ ჯერ ასეთი რამ არ ხდება",_ განაცხადა ჩეპოვოიმ და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარის კონცენტრაციას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი „პრაქტიკულად ჩაკეტილია" ჯერ განცხადება რადას თავმჯდომარემ ალექსანდრე ტურჩინოვმა გააკეთა, ხოლო შემდედ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცდა, რომ საზღვარი ჩაკეტილია.