უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ კოვალი ადასტურებს ინფორმაციას უკრაინა-რუსეთის საზღვარზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ. ეს განცხადება კოვალმა პარლამენტს სხდომაზე გააკეთა.
„ახლახანს მივიღე ოფიციალური ინფორმაცია, რომ ჯარმა პრობლემატურ რეგიონს ალყა შემოარტყა და სახელმწიფო საზღვარზე კონტროლი აღადგინა",_ განაცხადა კოვალმა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტები უკრაინის ხელისუფლების მიერ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე კონტროლის დამყარების შესახებ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებენ.