შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ინფორმაციას არ ფლობს რატომ დააკავეს, თუ შეაყოვნეს, ბაქოს აეროპორტში ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე.
,,საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ვიცი, ესაუბრა მათ აზერბაიჯანელ კოლეგებს და უკვე გარკვეულია, თუ რა მოხდა საზღვარზე. პირადად მე, ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე რატომ დააკავეს თუ შეაყოვნეს აზერბაიჯანში", - განაცხადა შს მინისტრმა.