შსს მაისში 2250 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 1388 მათგანი გაიხსნა. უწყების ცნობით, მაისის თვეში სიცოცხლის წინააღმდეგ 100 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 18 გაიხსნა, ამასთან განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდან 7 შემთხვევა გაიხსნა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში დაფიქსირდა 1 შემთხვევა და საქმე უკვე გაიხსნილია. შსს ინფორმაციით, 71 შემთხვევაა დაფიქსირებული თვითმკვლელობამდე მიყვანის, საიდანაც არც ერთი მათგანი გახსნილი არ არის. ასევე უწყების ინფორმაციით, დაფიქსირებულია გაუპატიურების 1 ფაქტი და საქმე ჯერჯერობით გახსნილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები