ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრი „აფხაზეთი" ტაილანდში "იუნესკოს" მიერ ორგანიზებულ ფესტივალ World Puppet Carnival-ში მონაწილეობს. ფესტივალი მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.
წლევანდელ ფესტივალზე გამოსვლის საწინდარი კი World Puppet Carnival-ზე ჩრდილების სახელმწიფო თეატრის შარშანდელი წარმატებული გასტროლი გახლდათ - გასულ წელს კვლავ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილე „აფხაზეთმა" ჯილდო ნომინაციაში - „ჯადოსნური ხელების ანიმაცია" მიიღო.
2014 წლის საფესტივალო ჟიურიმ 647 მონაწილიდან (თეატრი, ფილმები, ვიდეო, სემინარები, თოჯინები, მუსიკა და სხვ.) 100 შეარჩია. მათ შორისაა ჩრდილების თეატრი საქართველოდან წარმოდგენით - „წელიწადის ოთხი დრო". ქართულ დასთან ერთად ფესტივალში მსოფლიოს 80 ქვეყნის თეატრი მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე, ოქტომბერში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრი ინდონეზიაში, სალიჰარას ფესტივალში მონაწილეობის მისაღებადაც გაემგზავრება.
პროექტი ინიცირებულია სსიპ ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრის დირექტორის, ზურაბ ქვაჩახიას მიერ და კულტურის სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამა „ქართული სეზონის" ფარგლებში ხორციელდება.