27 მარტს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში მიემგზავრება.
28 მარტს, 15:00 საათზე, უკრაინის საელჩოს შენობაში შედგება შეხვედრა ქალაქ კიევისა და უკრაინის სხვადასხვა რეგიონში არსებულ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებთან, ასევე დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრას დაესწრებიან უკრაინაში საქართველოს ელჩი, გრიგოლ ქათამაძე, კონსული თეიმურაზ ნიშნიანიძე, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ოდესაში, ზურაბ კვაჭაძე, საელჩოს თანამშრომლები. ქართული დიასპორის წარმომადგენელთაგან სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე მიწვეულნი არიან:
მანანა სულაქველიძე (კიევის ქართველთა კულტურულ-საგანმანა¬თლებლო ცენტრი); ბესიკ შამუგია, ("უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი"); ქალაქ კრივოი როგის ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტი, მერაბ გაბრიაძე; საზოგადოება "რუსთაველის" თავმჯდომარე, იოსებ მაჭავარიანი; ლუგანსკის სათვისტომოს თავმჯდომარე, გოგი ეზუგბაია; ქალაქ ხარკოვის სათვისტომო "საქართველოს" ხელმძღვანელი, ზურაბ ქირია; ქალაქ ოდესის ეროვნულ-კულტურული სათვისტომოს წარმომადგენელი აკაკი იაკობაშვილი.
სახელმწიფო მინისტრთან შესახვედრად ქართული დიასპორის წარმომადგენლები ჩავლენ, აგრეთვე ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის ოლქებიდან.
დავითაია ასევე ესტუმრება ლვოვს, სადაც ლვოვის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.