უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრაქტიკულად დაასრულეს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ოპერაცია. ეს განცხადება უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტურჩინოვმა დღეს პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
„ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და მინდა გაუწყოთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ფაქტიურად დაასრულეს ღონისძიებები რუსეთთან საზღვრის გადაკეტვის შესახებ",_ განაცხადა ტურჩინოვმა და უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.