მოსკოვი გაკვირვებას გამოხატავს გავრცელებული განცხადებების გამო, რომელთა მიხედვითაც რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარის კონცენტრაციას ახდენს, ვინაიდან პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე კვირის წინ უკვე გასცა მითითება საზღვრის დაცვის გაძლიერების შესახებ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„ჩვენ გაკვირვებულნი ვართ მსგავსი განცხადებებით, სამხედროების კონცენტრაციის შესახებ რომელსაც თითქოს ადგილი აქვს რუსეთის საზღვარზე უკრაინასთან. მოცემულ შემთხვევაში საუბარი მიდის არა ჯარის კონცენტრაციაზე, არამედ საზღვრის დაცვის ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტის მითითებით",_ განაცხადა პესკოვმა.