შსს 2014 წლის 31 იანვრიდან- 31 მაისის ჩათვლით დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, სულ რეგისტრირებულია 11912 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 7932 საქმე.
შსს ინფორმაციით, 11912 დანაშაულიდან_სიცოცხლის წინააღმდეგ დაფიქსირდა 334 შემთხვევა, საიდანაც გახსნილია 95 ფაქტი, ამასთან განზრახ მკვლელობის 38 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდან 32 შემთხვევა გაიხსნა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში დაფიქსირდა 9 შემთხვევა, საიდანაც შსს 8 ფაქტი გახსნა. შსს ინფორმაციით, 2014 წლის იანვრიდან-მაისიის ჩათვლით 179 შემთხვევაა დაფიქსირებული თვითმკვლელობამდე მიყვანის, საიდანაც მხოლოდ 1 მათგანია გახსნილი. ასევე უწყების ინფორმაციით, დაფიქსირებულია გაუპატიურების 16 ფაქტი და გახსნილია 9 მათგანი.