21-22 ივნისს, თბილისის ბიგ-ბენდი ლატვიელი მსმენელის წინაშე წარსდგება ორი კონცერტით ქალაქ რიგის ცენტრალურ პარკში -Mეზაპარკს.
2014 წელს ქალაქი რიგა არჩეული იქნა ევროპის კულტურის დედაქალაქად. ამ საპატიო სტატუსის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში რიგაში იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
აღსანიშნავია, რომ თბილისსა და რიგას შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა 2007 წელს.
თბილისის ბიგ-ბენდი ლატვიელი მსმენელის წინაშე თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თანადაფინანსებით წარსდგება.
მასალის გამოყენების პირობები