ლუგანსკში ტერორისტების დამხმარე მძიმე ჯავშანტექნიკისგან შემდგარი კოლონა შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი აცხადებს, რომ ლუგანსკში ორი ტანკი და რამდენიმე ჯავშანმანქანაა შეყვანილი.
„ლუგანსკში ბოევიკების ჯავშანტექნიკის კოლონა შევიდა. მის შემადგენლობაშია 2 ტანკი და ჯავშანმანქანები",_ განაცხადა მან.