უკრაინელმა ძალოვნებმა იამპოტნოესა და ზაკოტნოესათვის ბრძოლებში კიდევ შვიდი მებრძოლი დაკარგეს. განცხადება ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ვლადისლავ სელეზნიოვმა გააკეთა.
„უკრაინელი სამხედროების დანაკარგებია 7 დაღუპული და 30 დაჭრილი. სამხედრო მოქმედებები გრძელდება",_ განაცხადა მან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტერორისტებს შორის დანაკარგები 300 აღწევს.