არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი, თავისუფლება"-ს მიჩნია, რომ დანიშნული არჩევნების მეორე ტური დემოკრატიულობის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას არ გამოუყენებია არაკანონიერი მეთოდები, რათა პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოეპოვებინა გამარჯვება. ასევე შეგვიძლია დემოკრატიულობის ერთ-ერთ ნიშნად მივიჩნიოთ დაბალი აქტიობაც, რადგან არჩევნებზე იძულების წესით არავინ მიუყვანიათ.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამომრჩევლის ინერტულობა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მიმართ შესაძლოა ნორმალურად შეფასდეს, ვინაიდან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ანალოგიური ტიპის არჩევნები ტარდება, საზოგადოების ნაკლები ინტერესი ვლინდება. არ შეიძლება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედარება საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩვნებთან. ამასთან, თუ გადავხედავთ თვითმართველობის არჩევნების წინა წლების სტატისტიკას, რადიკალური ცვლილება არ შეიმჩნევა და ზოგ შემთხვევაში პირიქით. მაგალითად, 2014 წლის არჩევნებში, თბილისში 36 000 ამომრჩევლით მეტი მივიდა, ვიდრე 2006 წლის არჩევნებზე.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ხელისუფლების მხრიდან მმართველობის პოლიტიკაში გარკვეული ხარვეზები არსებობს. ნათელია, რომ დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოლიტიკურად მიუკერძოებელია და ეძებს იმ პოლიტიკურ ძალას რომელსაც ენდობა.
საზოგადოებაში გარკვეულწილად გაჩენილია ნიჰილიზმი და უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ, რაც ათწლეულების მანძილზე განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით აიხსნება. მოქმედი ხელისუფლება უნდა გახდეს ძალა, რომელიც საბოლოოდ გააქარწყლებს უნდობლობას. ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი ორგანიზებულობა და დისწიპლინა მართვის პროცესში. უმთავრესი საკითხია კომუნიკაციის ხარისხის ამაღლება ყველა სფეროში და მითუმეტეს საზოგადოებასთან, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ხალხის ხმა და სავალდებულოა არსებული სააქმეების დაუყონებლივ ეფექტური გამოძიება. უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს სისტემური დანაშაულის ფაქტები.
ხელისუფლების მიმართ არის საზოგადოების ნდობა, რაზეც არჩევნების შედეგიც მეტყველებს. მათ უნდა შეისმინონ ხალხის ნება, ჩაწვდეს თითოეული ადამიანის პრობლემას და უპირველესად გაუქარწყლოს პროტესტის გრძნობა ამომრჩეველს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" აწარმოებს რა, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პრესის მონიტორინგს, ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ ჩატარებული თვითმართველობის არჩევნები იყო ყველაზე სამართლიანი საქართველოს თვითმმართველობის არჩევენების ისტორიაში. ამაზე მკაფიოდ მეტყველებს საერთაშორისო გამოხმაურება.
მივესალმებით დემოკრატიულობისკენ გადაგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გააღრმაოს კომუნიკაცია ხალხთან. ასევე, დროულად დაასრულოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, გამოააშკარაოს წინა ხელისუფლების პერიოდში დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე ყველა პირი. იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წარმომადგენლების დანაშაულებრივი კვალი კანონიერების გზით გამოვლენილ იქნება, არ მიეცეთ საშუალება წარმოჩინდნენ მეორე პოლიტიკურ ძალად, ანუ მომავალში ხელისუფლების ალტერნატივად.