ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარის ახალ კონცენტრაციას ახდენს. მან ამ ფაქტს „ძალიან დასანანი ნაბიჯი უკან" უწოდა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალ თავმოყრას უკრაინის საზღვარზე, იქ კიდევ რამდენიმე ათასი სამხედროა",_ დაწერა რასმუსენის განცხადება „ტვიტერში" თავის გვერდზე ნატოს ოფიციალურმა პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსული ჯარის გააქტიურებისა და მათი რაოდენობის ზრდის შესახებ განცხადება დღეს უკრაინის უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმაც გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები