20 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საპილოტე პროექტის „კინო სკოლაში" დახურვა.
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე საუკეთესო სცენარის შემქმნელებს გადაეცემათ სპეციალური ჯილდოები. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე სკოლებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ღონისძიებაზე უჩვებენ ბოლო წლების ერთერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ ფილმს „გრძელ ნათელ დღეებს".
პროექტის დაუხრვას დაესწრებიან სკოლების ადმინისტრაციისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი „კინოს სკოლაში" მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოზარდ თაობაში კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით ანალიტიკური აზროვნების და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას.
3 თვის განმავლობაში საქართველოს 5 რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხთა-თიანეთი, იმერეთი, აჭარა) შერჩეულ 40 სკოლაში უფროსკლასელებისთვის (მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები) კვირაში ერთხელ გაიმართა 12 ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფის საუკეთესო ნიმუშების ჩვენება. ფილმის შემდგომ იმართეობა დისკუსიები სპეციალური კონკურსის გზით პროექტისთვის შერჩეული 20 კინო სპეციალისტის მონაწილეობით. სულ გაიმართა 480 კინოჩვენება, რომელსაც 5000-მდე მოსწავლე დაესწრო. მოსწავლეები ასევე გაეცნენ კინოსცენარის წერის თავისებურებებს და დაწერეს მინი კინოსცენარები.
მასალის გამოყენების პირობები