უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის წინადადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად უკრაინის ყოფილი ელჩი გერმანიაში პაველ კლიმნიკი აირჩია. მის კანდიდატურად 335 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პაველ კლიმნიკი კურსკში დაიბადა. მან მოსკოვის ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტი დაამთავრა. 2010 წელს გერმანიაში ელჩად დანიშვნამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
მოსკოვმა ახალ მინისტრთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა. „ვუსურვებთ ახალ მინისტრს წარმატებებს და მზად ვართ მასთან კონტაქტისათვის",_ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.