"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისელებს საოჯახო ბიზნესის დასახმარებლად 25 მილიონს გამოყოფას პირდება. ამის შესახებ ალასანიამ დღეს ავლაბრის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მერიის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 20-25 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც მოსახლეობის საოჯახო ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. ამ თანხით, კონკრეტულად მცირე ბიზნესები დაფინანსდება", - აღნიშნა ალასანიამ.
მისი განცხადებით, მერიაში ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შეიქმნება, რომელიც თბილისში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობებს პრობლემებს შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენს.