თბილისში, თამარ მეფის ხიდთან მომხდარი ავარიის შედეგად 2 ქალი დაიღუპა, რვა ადამიანი კი დაშავდა.
ავარიის დროს ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიის გამომწვი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მუშაობა.