19-20 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებისთვის ტრენინგები ჩატარდება.
რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში მოწყობილი ტრენინგებით დასრულდება პროექტი „ტრენინგები საქართველოს რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებისთვის", რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ოთხ სამუსიკო სასწავლო დისციპლინაში (ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, მუსიკის თეორია, მუსიკის ლიტერატურა) ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ თითქმის ყველა რეგიონის: იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებს.
ტრენინგებს ატარებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები: მანანა გოცირიძე(ფორტეპიანო), ნოდარ ჟვანია (სიმებიანი საკრავები), ლეილა მარუაშვილი (მუსიკის თეორია), რუსუდან წურწუმია (მუსიკის ლიტერატურა). ის 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც შეუზღუდავია.
განრიგი:
19 ივნისი 10.00 - 13.00 საათი; 114.00 - 16.00 საათი
20 ივნისი 10.00 -13.00 საათი.