ამერიკულმა ბანკმა CitiGroup-მა ჰონკონგში, East Tower-ში ოფისი იყიდა, რაშიც 699,8 მლნ დოლარი გადაიხადა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ეს არის უმსხვილესი თანხა, რაც ოდესმე ჰონკონგში ოფისის შეძენისთვის გადაუხდიათ. 21 სართულანი კოშკი, ადრე კომპანია Wheelock-ს ეკუთვნოდა და იქ სამომავლოდ 5 ათასი ადამიანი იმუშავებს.
„გადაწყვეტილება გვეყიდა East Tower-ი, ადასტურებს ჩვენს მისწრაფებებს, რომ ჰონკონგის ბაზარზე პოზიციებს გავიმყარებთ"- აცხადებენ CitiGroup-ში.
შენობის გადაკეთება და მოწყობა 2015 წლისთვის დასრულდება და ის თანამშრომლები, რომლებიც სამომავლოდ იქ იმუშავებენ, ამ დროისათვის სხვადასხვა ოფისებში არიან გადანაწილებულნი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ჰონკონგის ცენტრში ბოლო პერიოდში ოფისები იყიდეს: Credit Suisse-მა, Deutsche Bank AG-მა და Morgan Stanley-მა.