სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი რუსეთ-საქართველოს რკინიგზის შესაძლო აღდგენის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული დამოკიდებული არ არის მხოლოდ სომხურ მხარეზე და არც ქართულ-სომხურზე.
,,ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი დამოკიდებული არ არის მხოლოდ სომხურ მხარეზე და არც ქართულ-სომხურზე. Aარიან სხვა მხარეები რომელთანაც მუშაობაა საჭირო", _განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.