უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კრასნი ლიმანის დასახლებაში ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლეს. ოპერაციის განახლება მას შემდეგ მოხდა, რაც ტერორისტებმა ხელისუფლების მიერ გუშინ წაყენებული ულტიმატუმი არ მიიღეს და იარაღი არ დაყარეს.
„ტერორისტებმა ულტიმატუმის შესრულებაზე უარი განაცხადეს. უარის მიღების შემდეგ ანტიტერორისტულმა ძალებმა ბრძოლა განაახლეს", _ აცხადებს ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელი დიმიტრი ტიჩუკი.