უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტერორიზმთან ბრძოლის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთა მიხედვითაც ანტიტერორისტული ძალების უფლებამოსილება გაიზარდა. შესაბამის კანონს ხელი პრეზიდენტმა უკვე მოაწერა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილია ტერორიზმთან უშუალოდ ბრძოლაში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების ზრდა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების მიღების შემდეგ ანტიტერორისტული ძალების წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკავონ და გააუვნებელყონ პირები, რომელთა მოქმედებებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს მძევლების ან ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეებს.
ანტიტერორისრული ოპერაციის მონაწილეების უფლებაა: მძევლების გათავისუფლება, ტერორისტების მოქმედებების აღკვეთა , დაკავებები ანტოტერორისტული ოპერაციის დროს.
კანონის თანახმად, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ვალდებულია ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეებს დაეხმაროს არა მხოლოდ გამშვებ საგუშაგოებზე, არამედ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე.