საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ნალბანდოვმა შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს პოზიცია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშგების სისტემის შესაძლო მოდიფიცირებასთან დაკავშირებით.