ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი „ტ-64ბ" ტიპის ტანკი ააფეთქეს. განცხადება ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის ინფორმირების ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა გააკეთა.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში ბოევიკებთან და დაქირავებულებთან რუსეთის ფედერაციიდან რამდენიმე შეტაკება მოხდა. შედეგად ანტიტერორისტულმა ძალებმა დანაკარგი განიცადეს, მათ შორის დაზიანებულია ტანკი",_ განაცხადა სელეზნიოვმა და აღნიშნა, რომ ბოევიკებს ამ ბრძოლების შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ. მათ შორის ბევრია დანაკარგი დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, განადგურებულია მოწინააღმდეგის ყველა საცეცხლე წერტილი.