უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშიცა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოჟდი" ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი რადის დადგენილების პროექტი უკვე დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც დეშიცა თანამდებობიდან თავისუფლდება. მის ნაცვლად პოროშენკომ პაველ კლიმკინის კანდიდატურა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშიცა სკანდალში გაეხვა, მაშინ როდესაც უკრაინაში რუსეთის საელჩოსთან მისულმა, პუტინი უცენზურო ლექსიკით მოიხსენია.