უკრაინის პრეზიდენტმა პერტო პოროშენკომ პარლამენტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ კლიმკინის კანდიდატურა შესთავაზა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოროშენკომ თავისი ინიციტივა რადაში დღეს წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშიცა სკანდალში გაეხვა, მაშინ როდესაც უკრაინაში რუსეთის საელჩოსთან მისულმა პუტინი უცენზურო ლექსიკით მოიხსენია.