მოძრაობამ "ჩვენ თვითონ" საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესი დაასრულა. როგორც პაატა დავითაიას პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სიებში სულ 2 3 954 დარღვევის აღმოჩენა მოხდა.
"სერიოზული პრობლემები არსებობს დამისამართლების კუთხით. ყველაზე მეტი უზუსტობა ისტორიულ უბნებში იქნა აღმოჩენილი, რადგან იტალიურ ეზოებში ბინები დანომრილი არ არის და შეუძლებელია იმის გარკვევა, ვინ სად ცხოვრობს", - აცხადებენ დავითაიას პარტიაში.
ამასთან, მოძრაობის "ჩვენ თვითონ" მტკიცებით, ხშირია ისეთი შემთხვევაც, როცა გათხოვების შემდეგ მოქალაქემ გვარი გამოიცვალა, თუმცა სიაში ისევ ძველი გვარით რჩება.
პაატა დავითაიას პარტია საარჩევნო სიებში აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას ცესკოს წარუდგენს.