რუსმა ტერორისტებმა დონეცკში ორი ტანკი შეიყვანეს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩეპოვოიმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩეპოვოიმ ასევე აღნიშნა, რომ დონეცკში შეყვანილი ტანკის ასეთი ტიპი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყავთ.
„ხაზს ვუსვამ, რომ ასეთი ტიპის ტანკები უკრაინის შეიარაღებული ძალების არჭურვილობაში არ არის",_ განაცხადა ჩეპოვოიმ.