უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში რუსეთის მხრიდან გადასროლილია ოთხი ტაქტიკური ჯგუფი, მათ შორის არის საჰაერო დივიზიები, მოიერიშე სადესანტო და მოტომსროლელი ბრიგადები. განცხადება ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩეპოვიმ გააკეთა.
„არ არის გამორიცხული, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ჯარის რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება",_ განაცხადა ჩეპოვიმ.
ამის გარდა, მისივე ინფორმაციით, უკრაინა რუსეთის საზღვრის ახლომდებარე რაიონში ქალაქ კალუგას ახლოს შემჩნეულია 15 კილომეტრის სიგრძის მძიმე ტექნიკის კოლონა.