უკრაინის პატრიარქი ფილარეტი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის რუსეთის აგრესიისაგან დასაცავად აუცილებელია საზღვრის ჩაკეტვა და ტერორისტების ლიკვიდირება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკრაინამ საზღვარი უნდა ჩაკეტოს და ყველა ტერორისტის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს. დამპყრობელი ჩვენს სახლშია შემოჭრილი და ჩვენ ის უნდა გავაძევოთ. თუ დონბასის მცხოვრებთა შორის მოწმუნეები არიან, ისინი არ უნდა კლავდნენ საკუთარ მოქალაქეებს. ხოლო ისინი, ვინც ფულის გამო უკრაინელების მოსაკლავადაა მოსული, ლიკვიდირებულ უნდა იქნენ",_ ბრძანა პატრიარქმა.
ამავე დროს, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ის არ მოუწოდებს არავის მკვლელობისკენ, არამედ მოუწოდებს ტერორისტებისგან თავის დაცვისკენ.
„ლიკვიდაცია - სხვის ტერიტორიაზეა, დაცვა კი- საკუთარ ტერიტორიაზე. ამაში არსებითი განსხვავებაა. უკრაინა არ შეჭრილა სხვის ტერიტორიაზე, არ იყო აგრესორი და მას ეს ცოდვა არ ადევს. უკრაინელები იარაღით ხელში მტრის წინააღმდეგ იბრძვიან, იმ მტრის წინააღმდეგ, რომელიც მათ მიწაზე მოვიდა და ეს არის კიდეც შენი მამულის დაცვა, შენი დიდი მსხვერპლი მოყვასისათვის",_ ბრძანებს პატრიარქი.
მასალის გამოყენების პირობები