სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩატარებულ 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზე ჩატარდეს გამოძიება.
,,მნიშვნელოვანია, რომ ყველა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩატარდეს გამოძიება. Nმნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ძალადობა, ინციდენტის ფაქტი იქნას გამოძიებული და კონკრეტული პირები იყვნენ დასჯილი. საუბარია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზე", _განაცხადა ნანუაშვილმა.