სიების გადამოწმების პროცესი "ხალხის პარტიის" ქუთაისის რაიონულმა ორგანიზაციამაც დაასრულა.
როგორც კობა დავითაშვილის პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, მონიტორინგის პროცესის შედეგად სიებში 300 მკვდარი სული და ემიგრაციაში წასული 200-მდე მოქალაქე იქნა აღმოჩენილი.
"ამასთან, სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეები, რომელთა არებობის შესახებ შესაბამის მისამართზე მცხოვრებლებმა არაფერი იციან", - აცხადებენ პარტიაში.
"ხალხის პარტიამ" საარჩევნო სიების მონიტორინგი სულ ქუთაისის 5 საარჩევნო უბანში განახორციელა.
მონაცემები გადასამოწმებლად ცესკოს უკვე გადაეგზავნა.