მარნეულში მომხდარ ფაქტებზე, რამაც გამოიწვია არჩევნების შედეგების გაბათილება, მივმართავთ ცესკოს, დადგეს ამ ფაქტებში მონაწილე საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი.
„მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაისაჯონ ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ გაყალბებაში. მართალია კადრებში ნაკლებად ჩანს ვინ ესწრება იმ მომენტისთვის კონკრეტული გაყალბების ფაქტებს, მაგრამ დანაშაულია როგორც მონაწილეობის მიღება, ასევე უბნის დატოვება და ფაქტის იგნორირება. აუცილებელია ეს პირები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და მათ არ უნდა მიეცეთ უფლება ამ უბნებზე ხელმეორედ ჩასატარებელ არჩევნებში წარმოადგენდნენ ცესკოს. ამასთანავე, ცესკომ სამომავლოდაც უნდა შეიკავოს თავი ამ პირების საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღებისგან" - განაცხადა ადამიანი, კანონი, თავისუფლებას თავმჯდომარემ, გიორგი ჭულუხაძემ.
„მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოებმა გამოიძიონ გაყალბების პროცესში მონაწილე სამოქალაქო პირების მხრიდან ხომ არ ქონდა ადგილი კომისიის წევრებზე ზეწოლას ან დაშინებას.
მონაწილე პირების სამართლებრივი და კომისიის წევრების დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენება იქნება პრევენცია იმისა, რომ ახლო მომავალში გასამართ განმეორებით და გრძელვადიან პერსპექტივაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ მოხდეს მსგავსი ფაქტების განმეორება" - აცხადებს გიორგი ჭულუხაძე.