თბილისში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრა გაიმართება. დელეგაციის წევრები საქართველოში 28 მაეთს ჩამოვლენ და ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-12 შეხვედრის პირველი სამუშაო სესიას 29 მარტს, პარლამენტში თანათავმჯდომარეები - დავით დარჩიაშვილი და მილან კაბრნოხი გახსნიან.
სიტყვით გამოვლენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული სამსახურის უფროსი რობერტ ლიდელი.
მე-12 შეხვედრის მეორე სამუშაო სესია 30 მარტს გაიმართება, რის შემდგომაც იგეგმება თანათავმჯდომარეების - დავით დარჩიაშვილისა და მილან კაბრნოხის ერთობლივი პრესკონფერენცია.
დელეგაციის წევრები შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი წერეთელს და გაემგზავრებიან კანცელარიაში, სადაც იგეგმება შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან.
სტუმრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
დელეგაციის წევრები შეხვდებიან ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, რის შემდეგაც გაემგზავრებიან ახალგორში
პროგრამა ორგანიზებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ.