ლუგანსკთან დაჭრილი რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი იგორ კორნელიუკი გარდაიცვალა. კორნელიუკი მძიმედ იყო დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რადენიმე ხნის წინ რუსული მედია ასევე ავრცელებდა ინფორმაციას კიდევ ერთი დაღუპული ჟურნალისტის შესახებ და იუწყებოდა, რომ კორნელიუკი დაჭრილი ხოლო ერთი ჟურნალისტი დაღუპული.
დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.