რუსული მედია აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ ბოევიკებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთი რუსი ჟურნალისტი, რომელიც ლუგანსკთან ახლოს ცეცხლის ქვეშ მოხვდა დაიღუპა მეორე კი მძიმედაა დაჭრილი.
„წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა რუსი ჟურნალისტი",_ განაცხადა ბოევიკმა სააგენტოსთან საუბარში და აღნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფო არხის ჟურნალისტი იგორ კორნელიუკი დაჭრილია. ოპერატორი ვიქტორ დენისოვი კი არ დაზარალებულა",_ წერს რუსული მედია.