უკრაინის პრემიერ მინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ გაზის ფასთან დაავშირებით უბრძოლველად დანებებას არ აპირებს. ეს განცხადება მან რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
იაცენიუკი აცხადებს, რომ ის უკრაინისათვის გაზზე სამართლიანი ფასის დაწესებისათვის იბრძოლებს.
„უბრძოლველად არ დავნებდები. მაინც ვიბრძოლებ იმ ფასისათვის, რომელიც საბაზროა და სამართლიანია",_ განაცხადა იაცენიუკმა.
შეგასენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ფასის შესახებ მიმდინარე მოლაპარალებათა რამდენიმე რაუნდი წარუმატებლად დასრულდა. შედეგად რუსეთმა უკრაინას გაზი მთლიანად გადაუკეტა და საფასურის წინასწარი გადახდის სისტემაზე გადაიყვანა.