უკრაინის ხელისუფლება ტერორისტებისათვის ბოლო შანსის მიცემას აპირებს და მათ იარაღის დაყრისა და უკრაინის ტერიტორიის დატოვების საშუალებას აძლევს. ამისათვის მათ, უკრაინის ხელისუფლება 5 დან 7 დღემდე აძლევს. განცხადება ამის შესახებ დღეს კიევში თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიიმ გააკეთა.
„ჩვენ მზად ვართ მივცეთ შანსი ბოევიკებს დაყარონ იარაღი და დატოვონ უკრაინის ტერიტორია",_ განაცხადა პარუბიიმ და აღნიშნა, რომ ბოევიკებისათვის იარაღის დაყრის ვარიანტი 5-7 დღის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარადგინა.