17-18 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია აზერბაიჯანის მწერალთა კავშირისა და პირადად აზერბაიჯანის საზოგადო მოღვაწისა და სახალხო მწერლის - ანარის ოფიციალური მიწვევით ბაქოში იმყოფება.
17 ივნისს კულტურის მინისტრი აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ყრილობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გურამ ოდიშარია შეხიდების ხეივანში ომში დაღუპული გმირების მემორიალს მოინახულებს და 18 ივნისს აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის საიუბილეო საღამოს დაესწრება.
ღონისძიებაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი სხვა ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები