"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა გოგი თოფაძემ საქართველოში მცხოვრებ კაზაკთა კავშირის წევრებს საკუთარ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
"მე ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლების შეხედულებები და პრობლემები მაინტერესებს, რათა ეს წინასაარჩევნო პროგრამაში აისახოს. ვპირდებით საზოგადოებას, თბილისელებს, რომ რასაც შევპირდებით, იმის რეალიზებას აუცილებლად შევძლებთ", - აღნიშნა თოფაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო პროგრამა, დაახლოებით, 10-12 პუნქტისგან შედგება და ძირითადი აქცენტები დასაქმების პრობლემის მოგვარებასა და მოსახლეობის კომუნალური გადასახადების შემცირებაზე გაკეთდება.
ამასთან, როგორც კაზაკთა კავშირის თავმჯდომარემ ვასილ კადენეცმა განაცხადა, გოგი თოფაძის საარჩევნო პროგრამა საინტერესოა და გამორიცხული არ არის, რომ მათმა ორგანიზაციამ მხარი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" მერობის კანდიდატს დაუჭიროს.