ბოევიკების მიერ ლუგანსკის აეროდრომზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიების საქმეში ერთ ერთ ვერსიად ამ ფრენის დისპეჩერების მხრიდან ღალატი განიხილება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილ კოვალმა გააკეთა.
„ის დამნაშავეები, რომლებიც ამ თვითმფრინავს ესროდნენ ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულნი. ეს დანაშაული პროფესიონალურ დონეზე მომზადდა. შესაძლოა იყო ღალატი დისპეჩერების მხრიდან, რომლებიც ფრენას ადევნებდდნენ მხარს. ბოევიკები ასპროცენტიან განადგურებაზე ურტყამდნენ. გამოშვებულ იქნა ორი რაკეტა და გაკეთდა ზალპი დიდი კალიბრის ნაღმმტყორცნიდან",_ განაცხადა კოვალმა.
შეგახსენებთ, რომ ამ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 49 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.