კიევის დროით 09:00 საათიდან "გაზპრომმა" უკრაინის "ნავტოგაზი" გაზის წინასწარ გადახდაზე გადაიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ "გაზპრომის" ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
"დღეს 10:00 საათიდან მოსკოვის დროით და 09:00 საათიდან კიევის დროით "აზპრომმა" მოქმედი კონტრაქტის თანახმად "კრაინის ნავტოგაზი"გაზის მიწოდების წინასწარ გადახდაზე გადაიყვანა"_ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
"აზპრომში" აცხადებენ, რომ უკრაინის გაზის დავალიანება 4,458 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის დავალიანება 1,451 მლრდ დოლარს და 2014 წლის აპრილ-მაისის დავალიანება 3,007 მილიარდ აშშ დოლარს.
"ივნისის წინასწარი გადახდით გრაფიკით თანხა ჯერაც არც გადახდილა . დღეიდან კი უკრაინული კომპანია მხოლოდ იმდენ რუსულ გაზს მიიღებს, რამდენსასაც გადაიხდის"_ აცხადებენ "გაზპრომში".
მასალის გამოყენების პირობები