დღეს, 16 ივნისს სააპელაციო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება.
ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე მოსამართლეს იმ მტკიცებულებებს მიაწვდის რაც 26 მაისის საქმის ეპიზოდში ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობას ადასტურებს.