"კონსერვატორები" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს კედელზე სამარცხვინო დაფზე ხათუნა კალმახელიძის გვარის ამოტვიფრით იმუქრებიან.
აღნიშნული ინიციატივით, "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე მას შემდეგ გამოვიდა, რაც სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა სამინისტროს კედელზე გაკრული პოლიტპატიმრების პლაკატები ჩამოხიეს.
გუჯაბიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობაზე გამოიკვრება სამარცხვინო დაფა, სადაც მინისტრის ხათუნა კალმახელიძის გვარი იქნება ამოტვიფრული, როგორც სამარცხვინოსი.
ამასთან "კონსერვატორები" იმუქრებიან, რომ "პლაკატებს არა მხოლოდ შენობის გარედან, არამედ შენობის შიგნით, მათ შორის ხათუნა კალმახელიძის კაბინეტში გააკრავენ".
ამასთან, კახა კუკავას განცხადებით, შემდეგ აქციაზე საღებავებს და პლაკატებს მოიტანენ და შენობას ისე შეღებავენ, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია მონაგონი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების წევრები ყოველ ხუთშაბათს, თბილისის სხვადასხვა რაიონში მარტავენ აქციებს.