ლიდერ ქვეყნად , სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ( დოლარში გამოხატული) ცხოვრობს, აშშ დასახელდა .
CNN Money -ს რეიტინგის მიხედვით, აშშ-ში 515 მილიარდერია აღრიცხული, რომლებიც საერთო ჯამში 2 ტრილიონ დოლარზე მეტ ქონებას ფლობენ.
რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც 157 მილიარდერი ცხოვრობს და მათი ქონება საერთო ჯამში 384 მილიარდს აჭარბებს.
მესამეა ადგილზეა გერმანია 148 მილიარდერით, მეოთხე პოზიციაზე კი დიდი ბრიტანეთია 135 მილიარდერით . მეხუთე ადგილს იკავებს რუსეთი, სადაც 108 მილიარდერია დათვლილი.
ათეულში ასევე შედიან: ინდოეთი (103 მილიარდერი ), ჰონკონგი (75 მილიარდერი ), საუდის არაბეთი და საფრანგეთი (64 -64 მილიარდერი ) და შვეიცარია (61 მილიარდერი )
მასალის გამოყენების პირობები