ლეიბორისტული პარტია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართვას უგზავნიან.
შალვა ნათელაშვილის გუნდის წევრები ალიევს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარსა" და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობის საკითხით დაინტერებას ურჩევს.
"ლეიბორისტების" მტკიცებით, სააკაშვილი "სოკართან" გარიგებაში იმყოფება, რის გამოც საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნება ხდება.
შრომის პარტიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს სპეციალური წერილი უკვე გაუგზავნეს.
"საწვავზე არაადამიანური ფასებია. ეს მას ხელმიუწვდომელს ხდის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ვთხოვეთ დაინტერესდეს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია "სოკარის" საქმიანობით, რომელიც საქართველოში მონოპოლისტ კომპანიადაა გადაქცეული და ის ხელში აქვთ ჩაგდებული მიხეილ სააკაშვილს და ვანო ჩხარტიშვილს", - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.